8005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E1HQYMD2 გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

დიზაინერი

ვეტერინარული კომპანია ინვეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედია / გამომცემლობა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი. კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია. სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ) სამუშაო ლოკაცია: თბილისი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები: - სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება; - სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება; - სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შექმნა; - ფოტოების დამუშავება; - სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება; - სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა; - ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება; - საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, CorelDraw.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw. - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. - პიროვნული თვისებები: - კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; - სწორი კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 07 სექტემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ვეტერინარული კომპანია ინვეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა