არქიტექტორი
არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება არქიტექტურის მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, ArchiCAD
ფუნქცია-მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით
- პროექტის მომზადების პროცესში მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობა
- პროექტის მომზადების პროცესში 41-ე და 732-ე დადგენილებების ექსპერტებთან თანამშრომლობა შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად
- სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზებისა და კვანძების შემუშავება
- მასალათა უწყისის მომზადება
- პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
განაცხადის გამოგზავნა:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 30 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელფოსტაზე და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან შერჩეული კანდიდატები.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.