პროდუქტის სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიოლოგიის ან ბიოტექნოლოგიის, მიმართულებით;
- ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
- მოლეკულური ბიოლოგიისა და ლაბორატორიული მეთოდების საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1/B2 დონე; პროფესიულ ლიტერატურასთან, პროდუქტის დოკუმენტაციასთან და კომუნიკაციისთვის;
- Microsoft Office-ის / საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და სხვადასხვა პროდუქტის სპეციფიკაციების შესწავლის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომზადება მომხმარებლებისა და გაყიდვების გუნდისთვის; ** ლაბორატორიებისთვის პროდუქციის შერჩევასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზებაში მონაწილეობა; ** პროდუქტის პრეზენტაციების, კომერციული და ტექნიკური მასალების მომზადება; ** მწარმოებელ კომპანიებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების გადამოწმება; ** პროდუქტის ინსტრუქციების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შესწავლა; ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მოძიება და ბაზრის შესწავლა;
ჩვენთან მუშაობისას კანდიდატი შეიძენს:
** საერთაშორისო მწარმოებლების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური პროდუქტების ცოდნას; ** მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოცდილებას; ** საერთაშორისო კომპანიებთან პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილებას; პროდუქტის მართვისა და ტექნიკური კონსულტაციის უნარებს.
რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.