9115 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E2AVQG9P გამოქვეყნდა 26 ოქტ 22 ნახვა

საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

სმოტორსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ესმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • კომპანიის მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
  • ბაზრის კვლევა, მისი მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
  • გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; მათ შორის პორტფელის ზრდაზე ორიენტირება.
  • ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
  • მომხმარებლებისთვის, შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
  • მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ახალი იდეების გენერირება;
  • მაღაზიების ქსელში თანამშრომლების შერჩევა/მომზადების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • ქსელური მაღაზიების მართვის მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (ავტონაწილების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
  • ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "ეს მოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა