8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E2M27F0B გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დამხმარე ბუღალტერი

Loyal Partners გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

"Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე.

პოზიცია: დამხმარე ბუღალტერი

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება;

** ზედნადებების და ფაქტურების ყოველდღიური რეგისტრაცია;

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

** საჭიროების შემთხვევაში საბანკო ოპერაციების განხორციელება;

** საჭიროების შემთხვევაში rs.ge-ზე ზედნადებების და ფაქტურების ატვირთვა;

** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

** სასურველია Balance-ის ან FINA-ს საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;

** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;

** Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** ACCA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Loyal Partners
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის