ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი
HELIOS SHIPPING-ი აცხადებს ვაკანსიას: ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი
ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კრეატიულ ოფის-მენეჯერს / SMM ადმინისტრატორს, რომელიც შეავსებს ჩვენს ოფისს პოზიტივით და იზრუნებს ადმინისტრაციულ პროცესებზე!
ძირითადი მოვალეობები:
ადმინისტრაციული ნაწილი: - ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ორგანიზება; - სტუმრების მიღება და მათთან კომუნიკაცია; - შემოსული ზარების, ელ.ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა; - ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა მასალების შეკვეთა/მარაგების კონტროლი; - ხელმძღვანელობის ასისტენტირება და მიმდინარე დავალებების შესრულება. - ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი, მათ შორის სამუშაო სივრცეების, შეხვედრების ოთახისა და კაბინეტების; - საჭიროების შემთხვევაში, დასუფთავების პერსონალთან კომუნიკაცია და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია;
SMM და მარკეტინგული ნაწილი: - კომპანიის სოციალური ქსელების მართვა და განვითარება; - კონტენტ-გეგმის შემუშავება, პოსტებისა და სტორების მომზადება (ტექსტი, ფოტო/ვიდეო); - კომპანიის სერვისების/პროდუქტების პოპულარიზაცია და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა; - მომხმარებელთა შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხი.
მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ოფის-მენეჯმენტი ან SMM/მარკეტინგი) ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ენის ცოდნა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.
რას გთავაზობთ: - კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება გამოცდილების მიხედვით); - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი(10:00 - 19:00), შესვენება (13:00-14:00)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: სათაურის ველში მიუთითეთ: „ოფის-მენეჯერი / SMM ადმინისტრატორი“ დაგვიკავშირდით:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.