8728 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E320N38C გამოქვეყნდა 10 სექ 4 ნახვა

სმოტორსი

სმოტორსი

ავტომობილების დიაგნოსტიკისა და პროგრ. უზრუნველყოფის მენეჯერი

სმოტორსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ს მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების დიაგნოსტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესის მქონე პროფესიონალს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი სერვისცენტრის დიაგნოსტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებას.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი).

ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს 37)

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების რთული ელექტრონული სისტემების ღრმა კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების ზუსტი იდენტიფიცირება;

** ავტომობილის მართვის ბლოკების პროგრამირება, კოდირება, ადაპტაცია და კლონირება;

** მულტიმედია სისტემების, ნავიგაციისა და უსაფრთხოების სისტემების პროგრამული განახლება;

** სერვისცენტრის სადიაგნოსტიკო აპარატურის და პროგრამული ბაზების მუდმივი განახლების კონტროლი

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტომობილების დიაგნოსტიკისა და ელექტრონიკის სფეროში;

** სადიაგნოსტიკო პროგრამების სრულყოფილი ფლობა;

** ავტომობილის კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპების ღრმა ცოდნა;

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე (დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის);

** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან და მზარდ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად);

** თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დიაგნოსტიკის მენეჯერი".

კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სმოტორსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა