9919 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E3PX1TKG გამოქვეყნდა 22 ოქტ 15 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

Celio გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები მოლარე
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ნოე

ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი "Celio" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული ან/და ნახევარი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
  • დასვენება: კვირაში 2 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • 30%-იანი ფასდაკლება Celio-ს პროდუქციის ასორტიმენტზე;
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ულიმიტო აბონიმენტი.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
  • მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
  • პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
  • პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა