მკინძავი
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას: ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტის ჰიგიენისა და რესტავრაციის ჯგუფის მკინძავი
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 690 ლარი დარიცხული ( აკლდება საშემოსავლო)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - საბიბლიოთეკო დოკუმენტების აკინძვისა და რესტავრაციის უზრუნველყოფა; - რესტავრაციის ახალი მეთოდებისა და მასალების დანერგვა; - უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სრული ზოგადი განათლება ან პროფესიული განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა - სამკინძველო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - სამკინძველო საქმიანობაში გამოყენებული მასალებისა და პროცედურების ცოდნა.
ენების ცოდნა - ქართული — სახელმწიფო ენა.
განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მკინძავი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!