7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E5CFWVC4 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

SKECHERS via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

"SKECHERS" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ყურადღებიან, აქტიურ და მეგობრულ ადამიანს, რომელიც შრომისმოყვარეა, მიზანდასახულია და სურს განვითარება. თუ გსურთ წინსვლა და კარიერული ზრდა, ეს პოზიცია თქვენთვისაა!

მდებარეობა: ს/ც სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას #70, ს/ც ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის 2ა.

მოვალეობები: - Skechers-ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ასორტიმენტის კონსულტაცია; - პროდუქტის ტექნოლოგიებისა და უპირატესობების პრეზენტაცია; - ყოველკვირეული მერჩანდაიზინგი და პროდუქტის სწორად წარმოდგენის უზრუნველყოფა; - მომხმარებლის დახმარება არჩევასა და შესყიდვების განხორციელებაში.

სამუშაო პირობები: - ხელფასი: 1000 ლარი + რეალური ბონუსი - სამუშაო განაკვეთი: 40 საათი კვირაში - შესვენების დღეები: კვირაში 2 დღე

რატომ ღირს ჩვენთან მუშაობა: - მუშაობა საერთაშორისო ცნობილ კომპანიაში; - მეგობრული კოლექტივი და კომფორტული სამუშაო გარემო; - კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - FitPass სპორტული აქტივობებისთვის.

თუ ბრძანდებით დაინტერესებული გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე: mariamiabuashvili13@gmail.com

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს სკხ ს2-ის მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 2 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის წაშლა.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს სკხ ს2 მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sjojua@4slegal.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
SKECHERS
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა