10 031 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E5N5G9TG გამოქვეყნდა 21 ოქტ 11 ნახვა

პრომოუტერი

თერმოინდუსტრია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ჰიპერმარკეტი "დომინო";
  • გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი; კვირაში 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი შეთანხმებით + ბონუსი;
  • კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, სტენდზე განლაგება და მოწესრიგება;
  • ფასებისა და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე აქციების გაცნობა მომხმარებლებისთვის;
  • გაყიდვების ხელშეწყობა და რეალიზაციაზე ზრუნვა;
  • გაყიდვებისა და შესრულებული აქტივობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით გათბობა-გაგრილების მიმართულებით;
  • სასურველია საბაზისო ტექნიკური ცოდნა შესაბამისი პროდუქციის შესახებ;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?

წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: პრომოუტერი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ნოემბერი.

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "თერმოინდუსტრია"

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა