ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას: ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი.
ლოკაცია: რუსთავი , ტაშკენტის 16 მიმდებარედ სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ფიქსირებული+ბონუსი)
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- ენების ცოდნა: ქართული და რუსული ენების ფლობა.
- მართვის მოწმობა: "B" კატეგორია.
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ავტომობილის აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ავტოინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- თვითორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ძირითადი მოვალეობები:
- განცხადებების განთავსება: ავტომობილების გაყიდვის შესახებ განცხადებების ატვირთვა და მართვა MyAuto.ge-ზე.
- კონსულტაცია: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის მახასიათებლების, ფასების, კომპლექტაციისა და სხვაობების შესახებ.
- პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი: ავტომობილის დემონსტრირება ავტოსადგომზე და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტ-დრაივის ორგანიზება.
- მორგებული შეთავაზება: მყიდველის სურვილებისა და ბიუჯეტის დადგენა საუკეთესო ვარიანტის შესათავაზებლად.
- დოკუმენტაციის გაფორმება: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და თანმდევი საბუთების მომზადება.
- ავტომობილის გადაცემა: ავტომობილის მომზადება გადასაცემად და მყიდველისთვის გასაღების ჩაბარება.
- ბაზასთან მუშაობა: კლიენტების ბაზის წარმოება, შემოსულ განაცხადებზე დარეკვა და განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება.
- ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.