ადმინისტრატორი
სასტუმრო „ბუტიკ 32“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი მოვალეობები: - თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; - სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; - სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ; - შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; - სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; - სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; - სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; - სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა; - სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა); - სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარის (სასრველია თურქული ენის ცოდნაც); - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი; - ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; - თავაზიანობა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: boutiquehotel32@gmail.com .
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო „ბუტიკ 32“ გისურვებთ წარმატებას!