8951 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E989PBP2 გამოქვეყნდა 2 ოქტ 8 ნახვა

დიზი ლიზინგი

დიზი ლიზინგი

ოფისის მენეჯერი

დიზი ლიზინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სათავო ოფისის და ფილიალებისა ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების კოორდინაცია.
  • საკანცელარიო, სამეურნეო, და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება.
  • ხელოსნებისა და მომსახურების სპეციალისტების მოძიება, გამოძახება და სამუშაოების კოორდინაცია.
  • ოფისებიდან ინვენტარის გადაზიდვის ორგანიზება. ტაქსის მომსახურების მართვა და ორგანიზება.
  • შემოსული და გასული წერილების მიღება, რეგისტრაცია, კოდის მინიჭება, ადრესატებისთვის გადანაწილება და არქივირება.
  • ელექტრონული ფოსტის მართვა, წერილების გადამისამართება და პასუხების მონიტორინგი.
  • დოკუმენტების სკანირება და ციფრულ საქაღალდეებში სისტემატიზაცია.
  • საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია, გზავნილების ორგანიზება, რეესტრების მომზადება და ანგარიშ-ფაქტურების შეთანხმება.
  • ნოტარიუსებთან, სააღსრულებო ბიუროებთან საგამოძიებო ორგანოებთან და სხვა კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
  • თანამშრომელთა დასწრების პროგრამის კონტროლი, ტაბელების მომზადება და ხელმოწერების ორგანიზება.
  • ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა დაშვების ბარათებისა და კორპორაციული ნომრების შეძენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა.
  • შიდა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
  • სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა.
  • ჯარიმების გადამოწმება, პროგრამაში შეყვანა, არქივირება და იურისტებთან/ბუღალტერიასთან კოორდინაცია.
  • მიღებული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის ორგანიზება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება.
  • შრომის უსაფრთხოების პროცესების ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალისტების ვიზიტების კოორდინაცია, რეპორტების გადახედვა და თანამშრომელთა ინფორმირება/სწავლება.
  • სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალებში განაწილება.
  • ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) კარგი ცოდნა.
  • აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დიზი ლიზინგი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა