სოციალური მედიის და მარკეტიგის სპეციალისტი
ეშვი 2012 წელს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში დაარსებული საიუველირო ბრენდია, რომელიც თამამ ესთეტიკას ხალისიან დახვეწილობასთან აერთიანებს. სახელი "ეშვი" გადმოსცემს ჩვენს ექსცენტრიულ დიზაინს, რომელიც თამამი ფორმებისა და უნიკალური ნაკეთობების მეშვეობით მომხმარებელს ანიჭებს თვითგამოხატვის თავისუფლებას.
გუნდისთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია, ისტორიის გადმოცემა და საიუველირო ინდუსტრიის განვითარება. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საიუველირო სფეროთი და სურს წვლილი შეიტანოს ბრენდის განვითარებაში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ციფრული საკომუნიკაციო არხების ეფექტიან მართვას და განვითარებას.
სოციალური მედიის და მარკეტიგის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) სრულყოფილი მართვა
- კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა
- გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესში ჩართულობა
- კონტენტის შექმნა (ფოტო/ვიდეო, Reels), რედაქტირება და განთავსება
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია
- ვიზუალური სტილის (Feed) მოწესრიგება და განვითარება
- პოსტების განთავსება და პლატფორმების ყოველდღიური ადმინისტრირება
- შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი
- Farfetch-ის პლატფორმის ადმინისტრირება და კონტენტის განახლება
- Buyer Outreach პოტენციური ბაიერების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება
- ციფრული ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება
- სხვა მარკეტინგულ საკითხებში მენეჯმენტის მხარდაჭერა, იდეების ინიცირება, პროცესების კოორდინაცია და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
- შესაბამისი პროგრამების (ფოტო/ვიდეო რედაქტირების) ცოდნა
- Meta Ads Manager-ის ცოდნა და სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- გრაფიკი: სრული
- კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00
- დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე და გთხოვთ Subject -ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.