8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E9Q5Z18B გამოქვეყნდა 29 სექ 4 ნახვა

იზივეი

იზივეი

დისპეტჩერი

იზივეი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენება; მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის გზავნილის აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად;
  • ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
  • საკურიერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ამანათების დასტიკერების/დანათების პროცესის მონიტორინგი;
  • გზავნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში;
  • მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან;
  • მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისპეტჩერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იზივეი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა