8179 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EB9HR663 გამოქვეყნდა 8 სექ 2 ნახვა

პალატი

პალატი

მთავარი ბუღალტერი

პალატი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.

კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4

გრაფიკი: ადგილზე (On-site), 09:00-18:00

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;

** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას;

** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით);

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის სრული ციკლის წარმართვა და კონტროლი;

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;

** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების, საპენსიო) მომზადება და დროულად წარდგენა;

** წარმოების ხარჯების გამოანგარიშება და მარაგების ინვენტარიზაციის კონტროლი;

** ბუღალტრული გუნდის ხელმძღვანელობა და მუშაობის კოორდინაცია;

** სახელფასო უწყისის/გადარიცხვის, საბანკო ოპერაციების, დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;

** აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა;

** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსურ ანალიზში მონაწილეობა;

** საბუღალტრო პროგრამებში მონაცემთა სისწორის უზრუნველყოფა;

** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ სფეროში (მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე);

** წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;

** Fina-ს ან ანალოგიური საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;

** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;

** უცხო ენების ცოდნა: რუსული ან/და ინგლისური B2 დონე;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;

** გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის;

** სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პალატი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის