უძრავი ქონების მრჩეველი
„ყველას აქვს ოცნება — მაგრამ ყველას არა აქვს ძალა, რომ ოცნება რეალობად აქციოს.
MG GROUP-ში არ გთხოვთ 10 წლიან გამოცდილებას 20 წლის ასაკში აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ — რას გადაწყვეტ დღეს. შედეგს ქმნი შენ. და პირველივე დღიდან იღებ მის წილს — 50%, მზარდი სისტემით, რომელიც საშუალებას მოგცემს იყო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული.
მაგრამ ფული მხოლოდ დასაწყისია. აქ იწყება ნამდვილი ცხოვრება, სადაც: - გაქვს თავისუფლება აირჩიო საკუთარი გზა; - შეგიძლია იმოგზაურო მაშინ, როცა სხვები კალენდარს ამოწმებენ; - ატარებ მანქანას, რომელიც შენს ენერგიას პასუხობს; - გრძნობ იმ სიმშვიდეს, როცა შენი არჩევანი შენს სურვილებზეა მორგებული.
ეს არ არის ჩვეულებრივი ვაკანსია: - ეს არის საშუალება, რომ შენი სამყარო შეცვალო. - შენი ენერგია, შენი ამბიცია და ჩვენი სისტემა ერთად ქმნის რეალობას, სადაც შესაძლებლობებს საზღვრები აღარ აქვს. - ანაზღაურება გამომუშავებით !! თვეში 1500 ლარიდან
გააკეთე ნაბიჯი — და ნახე, როგორ იშლება შენი ცხოვრება ახალ ფერებში. - გამოგვიგზავნე CV.
MG GROUP — შენი თავისუფლების ბილეთი რუტინიდან წარმატებისკენ
მოვალეობები:
- უძრავი ქონების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება მფლობელთან;
- უძრავი ქონების შეთავაზება პოტენციური დამქირავებელისთვის მყიდველისთვის;
- შეხვედრის ორგანიზება;
- ხელშეკრულების გაფორმება;
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით;
- კომპიუტერული უნარები;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- ნებისმიერი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარჩვევები: • კომუნიკაბელური;
- აქტიური;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კოორდინაციის უნარი.
რას გთავაზობთ ? • მაღალანაზღაურებადი სამსახური;
- განათლებისა და განვითარების პროგრამები;
- შესაძლებლობა გახდე ატესტირებული უძრავ ქონებაში;
- წამახალისებელი საჩუქრები;
- კორპორატიული ღონისძიებები;
- ჰიპერმეგობრული გარემო;
- შენზე მორგებული გრაფიკი;
- სტუდენტური ხელშეწყობა;
- შეგასწავლით საქმეს ადგილზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.