ფილიალის მენეჯერი
"იცა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
"იცა" არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.
მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
- სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
- მოსწავლეთა რეგისტრაცია
- კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
- საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
- შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
- თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
- ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
- ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.
მენეჯერს მოეთხოვება:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
- სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
- კრეატიულობა
- პუნქტუალურობა
ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით "იცას" მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ ელფოსტაზე.
ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 31.10.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.