სამედიცინო ლაბორატორიის ექიმ ლაბორანტი
შპს "მედლაბ 2024", რომლის საქმიანობის სფეროა ლაბორატორიული სერვისების მიწოდება, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ლაბორატორიის ექიმ ლაბორანტის პოზიციაზე.
ვაკანსიის დასახელება: ექიმი-ლაბორანტი ვაკანსიის მფლობელი კომპანია: შპს „მედლაბ 2024“ სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-14:00
ძირითადი მოვალეობები: - ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება; - კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება; - ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება; - ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია; - ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა; - ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; - ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; - ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.