კონსულტანტი
მაღაზია (სტენდი) "Roberto Napoli" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი.
მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 22:00 საათამდე
სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (კვირაში 3-4 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ფიქსირებული 800 ლარი
ბონუსი არის 2 სახის, თვის და დღის ბონუსი. (საბონუსე სისტემა ისე არის მოწყობილი რომ თვის მანძილზე ბონუსის ჩათვლით კონსულტანტის ხელფასი გამოდის 1100-1300 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება ვიტრინაში
** პროდუქციის გადათვლა და განთავსება
** სალაროს ოპერაციების შესრულება
** მაღაზიაში სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სწრაფად ათვისების უნარი და სისხარტე
** გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პოზიტიურობა
** ზრდილობიანი და თავაზიანი დამოკიდებულება თანამშრომლების და მომხმარებლების მიმართ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.