8371 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EF2FYWNK გამოქვეყნდა 7 სექ 3 ნახვა

GeoWash Georgia

GeoWash Georgia

ავტომობილის მოვლის სპეციალისტი

GeoWash Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

"GeoWash Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის მოვლის სპეციალისტის პოზიციაზე.

"GeoWash" არის გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი ავტომობილის მოვლის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ტრადიციული ავტორეცხვისგან განსხვავებულ, თანამედროვე და ინოვაციურ მომსახურების მოდელს ავითარებს.

"GeoWash"-ის კონცეფცია ეფუძნება სპეციალურად შემუშავებულ ტექნოლოგიას, პროფესიულ აღჭურვილობასა და ეფექტურ სამუშაო პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის მოხმარებას ტრადიციულ ავტორეცხვასთან შედარებით.

"GeoWash Georgia" საქართველოში ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.

ანაზღაურება და პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 500 ლარი Gross

** ყოველთვიური Performance Bonus

** მაღალი შედეგების შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება — 2, 500+ ლარი

** მომხმარებლისგან მიღებული Tips სრულად რჩება თანამშრომელს

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი

** სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის განსაზღვრული მომსახურების ლოკაციები

** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი სრული პროფესიული ტრენინგი

** სამუშაოსთვის საჭირო ყველა მოწყობილობა, მასალა და ინვენტარი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების წმენდა და მოვლა GeoWash-ის სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შესაბამისად;

** თითოეული მომსახურების ხარისხიანად და დროულად შესრულება;

** მომხმარებელთან პროფესიონალური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;

** სამუშაო მოწყობილობებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა;

** სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის მოწესრიგება.

რას ველით კანდიდატისგან:

** პასუხისმგებლობასა და პუნქტუალურობას;

** დეტალებზე ყურადღებას და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას;

** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარს;

** დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მუშაობის უნარს;

** აქტიური სამუშაოსთვის მზადყოფნას;

** შედეგზე ორიენტირებულობას;

** ავტომობილის მოვლის ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს და სრულად შეისწავლიან "GeoWash"-ის სამუშაო პროცესს, ტექნოლოგიასა და მომსახურების სტანდარტებს.

როგორ მუშაობს ბონუსი:

** ფიქსირებულ 1, 500 ლარ Gross ანაზღაურებას ემატება შესრულებული მომსახურებების რაოდენობაზე დამოკიდებული ყოველთვიური ბონუსი.

** ბონუსის სისტემა შექმნილია ისე, რომ მაღალი შედეგი პირდაპირ აისახოს თანამშრომლის შემოსავალზე. მაღალი პროდუქტიულობის შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება შესაძლებელია 2, 500 ლარს გადააჭარბოს.

** მომხმარებლისგან მიღებული Tips არ შედის ბონუსის გამოთვლაში და სრულად რჩება თანამშრომელს.

"GeoWash Georgia" გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ბრენდის საქართველოში განვითარების პროცესის ნაწილი, მიიღოთ პროფესიული ტრენინგი, ჯანმრთელობის დაზღვევა და საკუთარი შედეგის შესაბამისად გაზარდოთ ყოველთვიური შემოსავალი.

საკონტაქტო ელფოსტა:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
GeoWash Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის