8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EFF5ZB52 გამოქვეყნდა 10 სექ 21 ნახვა

სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

სამშენებლო კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾5000 / თვეში ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანიაში ვეძებთ გუნდის წევრს, სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესების ყოველდღიურ ზედამხედველობაზე, სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესრულების კონტროლზე.

სამუშაოს აღწერა/ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოების დაგეგმვა: სამუშაოების გრაფიკის შედგენა და მისი მკაცრი შესრულება;

** პროცესების მართვა: სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;

** ანალიტიკური მიდგომა: სარემონტო სამუშაოების დეტალური შესწავლა, ხარვეზების დროული აღმოჩენა და ალტერნატიული, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;

** გუნდის ლიდერობა: მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების შერჩევა, დავალებების მკაფიო გადანაწილება და მათი შესრულების მკაცრი კონტროლი;

** ხარისხის კონტროლი: შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შემოწმება საკანონმდებლო სტანდარტებთან და საპროექტო ნახაზებთან;

** მარაგების მართვა: მასალების საჭიროების წინასწარი განსაზღვრა და ლოგისტიკის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;

** ლიდერული თვისებები: მუშახელთან მუშაობის გამოცდილება, ავტორიტეტის მოპოვებისა და გუნდის მობილიზების უნარი;

** ტექნიკური ცოდნა: ნახაზების სრულყოფილი კითხვა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა;

** Microsoft Office-ის (Excel, Word, Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა და ვადების დაცვის უნარი;

** ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** სტრესულ გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზ.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - შაბათი

სამუშაო საათები: 09:00-დან 19:00 საათამდე.

ანაზღაურება: 5, 000 ლარიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე:, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ სარეკომნდაციო წერილი წინა სამსახურიდან.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან და ჩაინიშნება შეხვედრა ადგილზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამშენებლო კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა