პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

EG37XB8F გამოქვეყნდა 3 ნოე 19 ნახვა

ოპტიკური ქსელის მემონტაჟე

სქაიტელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾1500–1800 / თვეში ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი ანაზღაურება - ფიქს. ხელფასი + ბონუსი (ხელზე ასაღები 1, 500-1, 800 ლარი) სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებით სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

დამატებითი მოთხოვნა - სასურველია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას);

ფუნქცია - მოვალეობები

  • ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძზე (როგორც კიბით, ასევე ამწე კალათის მეშვეობით);
  • ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციაზე;
  • ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში;
  • ქუროების, საკომუნიკაციო და პასიური ყუთების მონტაჟი/დემონტაჟი;
  • ამორტიზირებული კაბელების დემონტაჟი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში;
  • სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე - თბილისი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

პრინტერის ოპერატორი

Blink studio Pro თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება მიმართე აქ
₾1700–1800 +27% ჩვეულებრივთან შედარებით 6 ოქტ

აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ახალი
სილქნეტი თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება გარე განცხადება
3 ნოე

მომხარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

ახალი
ატლანტ დეველოპმენტი თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ფორმა · განცხადებაში მიმართე აქ
₾1800 −20% ჩვეულებრივთან შედარებით 3 ნოე

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

ახალი
ატლანტ დეველოპმენტი თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ფორმა · განცხადებაში მიმართე აქ
₾2500 +12% ჩვეულებრივთან შედარებით 3 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა