8881 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EH7V2HCJ გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

სისტემის მონიტორინგის და ქლირინგის სპეციალისტი

გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს (24/7 მომსახურების გუნდი) სისტემის მონიტორინგის და ქლირინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

პოზიციის ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობებია:

** საბანკო/საბარათე ოპერაციების დამუშავება;

** საბარათე ავტორიზაციების, ბანკომატების და სხვადასხვა სისტემების მონიტორინგი მათი სტაბილურობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

** საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება, შესაბამისი ჯგუფის ინფორმირება;

** პრობლემური საკითხის დროული განსაზღვრა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;

სამუშაო განრიგი: წინასწარ განსაზღვრული ცვლების და შესაბამისი ანაზღაურების სქემის შესაბამისად (24/7-ზე მომსახურების დაფარვა)

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);

** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** ინფორმაციის სწორად გადაცემის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

** პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20.09.2026

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის