გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EJENFSHA გამოქვეყნდა 7 ნოე 10 ნახვა

ადმინისტრატორი (Bata, Bambino, Scarpiera, Corso Italia)

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე გორში (Bata, Bambino, Scarpiera, Corso Italia).

პოზიციის ძირითადი მიზანი: სავაჭრო ობიექტის ეფექტიანი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გაყიდვების დაგეგმილი მაჩვენებლების მიღწევა, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა. ასევე, თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, მათი განვითარების ხელშეწყობა და კომპანიის დადგენილი პროცედურებისა და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა.

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები

  • მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო პროცესის ორგანიზება და გუნდის განვითარება.
  • გაყიდვების პროცესის მართვა, გაყიდვების გეგმისა და კომერციული მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა.
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
  • სასაქონლო მარაგების, პროდუქციის მიღებისა და ინვენტარიზაციის პროცესების მართვა.
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების, პროდუქციის განთავსებისა და ფასმაჩვენებლების სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • სალარო ოპერაციების, ფინანსური პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
  • კომპანიის შიდა პროცედურების, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

უნარები და პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვის გეგმის შესრულების მიხედვით) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თელავი, რუსთავსა და ზუგდიდში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://corso.selfrecruit.ge/s/MsPxY

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა