მძღოლი-ავეჯის ამწყობი
ავეჯის კომპანია "ახალი ავეჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 2000 ლარიდან სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები
- სატრანსპორტო საშუალების მართვა
- პროდუქციის მომხმარებლებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- სატრანსპორტო საშუალების გამართულობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ავეჯის პროდუქციის კოდების წაკითხვა, მანქანაში დატვირთვა, გადაზიდვა, ატანა, აწყობა;
- კლიენტებთან ურთიერთობა, პროდუქციის ჩაბარების/რეალიზაციის დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამის ელექტრონულ სისტემაში ოპერაციების ასახვა;
- სამუშაო დღის ბოლოს სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად)
- ქართული ენის ცოდნა
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს გუნდის წევრებთან ერთად ავეჯის აწევა/გადაადგილება;
კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითედ "ვაკანსია მძღოლი-ავეჯის ამწყობი"