AML ოფიცერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს AML ოფიცერს
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 3 000 ლარი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანი:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
AML/CFT შესაბამისობა:
** კომპანიის საქმიანობის AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია;
** კომპანიის AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების ბიზნესპროცესებში ასახვის უზრუნველყოფა.
KYC/Customer Due Diligence:
** მომხმარებლების KYC პროცესების განხორციელებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების მონიტორინგი;
** Customer Due Diligence (CDD) და Enhanced Due Diligence (EDD) პროცედურების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** მომხმარებელთა რისკ-პროფილების შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიის განსაზღვრა;
** მაღალი რისკის მომხმარებლებისა და PEP-ების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ტრანზაქციების მონიტორინგი:
** მომხმარებელთა ტრანზაქციების მონიტორინგი AML/CFT რისკების გამოვლენის მიზნით;
** საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
** AML მონიტორინგის სისტემიდან მიღებული Alerts-ის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
** გამოვლენილი შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
საეჭვო საქმიანობის მართვა და ანგარიშგება:
** საეჭვო ოპერაციებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პროცედურების მიხედვით დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** მარეგულირებელ და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა AML/CFT საკითხებთან დაკავშირებით.
რისკების მართვა და შიდა კონტროლი:
** AML/CFT რისკების პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლების, პროდუქტებისა და ტრანზაქციების რისკების ანალიზი;
** AML/CFT კონტროლების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** გამოვლენილი რისკებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი გუნდებისა და მენეჯმენტის ინფორმირება.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:
** Compliance, Legal, Risk, Operations, Finance და Customer Support გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესპროცესების AML/CFT რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
** თანამშრომლების AML/KYC საკითხებზე ინფორმირებისა და შესაბამისი ტრენინგების მხარდაჭერა;
** კომპანიის შიდა AML დოკუმენტაციისა და ჩანაწერების სათანადო წარმოების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით;
** აუცილებელია FinTech, Payments, Banking, Crypto ან სხვა ფინანსურ სექტორში AML მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
** AML/CFT-ის ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების კარგი ცოდნა;
** KYC, CDD, EDD, PEP და Sanctions Screening პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
** ტრანზაქციების მონიტორინგისა და საეჭვო ოპერაციების გამოვლენის გამოცდილება;
** AML რისკების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
** მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით წერითი მიმართულებით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სწრაფად ცვალებად FinTech გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება: "AML ოფიცერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგს" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.