გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EM83KVHG გამოქვეყნდა 3 ნოე 28 ნახვა

ოპტიკური ქსელის მემონტაჟე

სქაიტელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾1300–1800 / თვეში ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - მცხეთა - მთიანეთი დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი ანაზღაურება - ფიქს. ხელფასი 1300 - 1800 ლარი (კომპეტენციის ფარგლებში) + ბონუსი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -19:00 სთ (1 სთ შესვენება)

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები

  • ოპტიკური კაბელების მონტაჟი და გადადუღება/გადაერთება საკომუნიკაციო კვანძებში.
  • ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა.
  • პასიური მოწყობილობების და კორექტორების დამონტაჟება.
  • ოპტიკური შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება და დაარქივება
  • დაზიანებული ოპტიკური კაბელის იდენტიფიცირება და დაზიანების აღდგენა.
  • მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და ოპტიკური კაბელების დამონტაჟება.
  • საკომუნიკაციო კარადაში აპარატურის ინსტალაცია და ოპტიკური სიგნალების შემოწმება.
  • ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
  • ინფორმაციის გაცვლა კონტრაქტორ კომპანიებთან საჭიროების მიხედვით.
  • სასურველი უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები

  • ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი - მცხეთა - მთიანეთი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა