ბარისტა
ახალი სტუდენტური სივრცე კავკასიის უნივერსიტეტის წინ (პაატა სააკაძის 1) ეძებს ბარისტას, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის თბილ, მეგობრულ და ენერგიულ გარემოს.
ჩვენ გვინდა, რომ "ქვიზამდე" იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ ყავის დასალევად, არამედ დასასვენებლად, სასაუბროდ და სასიამოვნო ატმოსფეროსთვის. სწორედ ამიტომ ვეძებთ ადამიანს, რომელიც ღიმილით, პასუხისმგებლობით და პოზიტიური განწყობით მოემსახურება სტუმრებს.
მოვალეობები:
** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფეში სისუფთავის შენარჩუნება, მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;
** ჰოთ დოგების და სენდვიჩების აწყობა;
მოთხოვნები:
** ბარისტად მუშობის გამოცდილება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო); რუსული (სასურველია)
პირობები:
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
** კვირაში 36 საათი. დღეში 12 საათი (დღემონაცვლეობით).
** თვეში 800 ლარი (+ ბონუსები) + Tips
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე ( ან და გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობა, გელით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.