8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ENRKMPGR გამოქვეყნდა 29 სექ 12 ნახვა

კლინიკა ემბრიონი

კლინიკა ემბრიონი

საოპერაციო სანიტარი

კლინიკა ემბრიონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

კლინიკა "ემბრიონი" რეპროდუქციული ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სანიტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N10 სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)

ფუნქცია მოვალეობები:

  • საოპერაციო და პროცედურული ოთახების სისუფთავისა და ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო ოთახის მომზადება პროცედურებისთვის;
  • გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ინვენტარის პირველადი დამუშავება დადგენილი წესების შესაბამისად;
  • სამედიცინო ნარჩენების დახარისხება და უსაფრთხო მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადაადგილებასა და მომზადებაში დახმარება;
  • სადეზინფექციო საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ინვენტარის კონტროლი;
  • ინფექციების პრევენციისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
  • სამედიცინო პერსონალის მითითებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური და ინფექციის კონტროლის ძირითადი წესების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან კორექტული კომუნიკაცია;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • სამუშაო ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ შპს "ემბრიონი რეპროდუქციული ინსტიტუტი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა ემბრიონი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა