მთავარი ბუღალტერი
"მტკვარი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია ოპერირებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის:
** F&B (საკვები და სასმელები) ქსელური ბიზნესი; ** სამრეწველო დანადგარებისა და ნედლეულის რეალიზაცია/იმპორტი.
მდებარეობა: თბილისი მისამართი: სოხუმის ქ. #4 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო საათები: 10:00-18:00 დასვენების დღეები: შაბათი, კვირა ანაზღაურება: 4500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება; ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა; ** საგადასახადო დეკლარაციების დროული მომზადება და წარდგენა; ** საბუღალტრო გუნდის მართვა და კოორდინაცია; ** ფინანსური კონტროლისა და შიდა პროცედურების დანერგვა; ** აუდიტორებთან, ბანკებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა; ** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და ანგარიშების მომზადება; ** ფინანსური და საგადასახადო რისკების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** ლიდერული და გუნდური მართვის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას; ** კომფორტულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/K89xtFMc
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.