გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EPXV8WZ9 გამოქვეყნდა 31 ოქტ 42 ნახვა

სტაჟიორი - ტექნოპარკების დეპარტამენტი

₾720 / თვეში ბოლო ვადა: 7 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს სტაჟირებას ტექნოპარკების დეპარტამენტში.

პოზიციის დასახელება - სტაჟიორი.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება - 720 ლარი;
  • სტაჟირების ვადა: 3 თვე;
  • სამუშაო ადგილი - თბილისი.

სამუშაოს აღწერა

  • სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
  • თბილისის ტექნოპარკის პროექტების და აქტივობების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესების ხელშეწყობა;
  • პროექტებში ჩართულ მხარეებთან და ტრენინგ პროვაიდერებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • ტექნოპარკში განსახორციელებელი პროექტების მონაწილეებთან კომუნიკაცია;
  • ტექნოპარკში დანადგარებისა და სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • პროექტების შესახებ ანგარიშების წარმოებაში ჩართულობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: სტუდენტი.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" დებულება.

ენების ცოდნის დონე: ინგლისური: წერითი უნარები - B2, მეტყველება - B2.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

  • Microsoft Office Word / კარგი;
  • Microsoft Office Excel / კარგი;
  • Microsoft Office PowerPoint / კარგი.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იცის სახელმწიფო ენა;
  • სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების / ბიზნესის ადმინისტრირების / საჯარო მმართველობის / პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, შესაძლოა დაუდგინდეს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.

კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში სავალდებულოა ატვირთოს:

  • ინფორმაცია განათლების შესახებ; აუცილებელია, კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge-ის განათლების ველში მიუთითოს: საგანმანათლებლო დაწესებულება და ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა უნივერსიტეტიდან ან/და დიპლომი);
  • სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" სტაჟირების გავლა.

შეფასების ეტაპი: კანდიდატის შეფასება მოხდება გასაუბრებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103704?active=1

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა