8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EQ48R8QM გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

Miniso გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 24 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა; - პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა; - მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის; - ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი; - პროდუქციის მიღებაში ჩართულობა; - თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება;

ძირითადი მოთხოვნები: - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები: - გუნდურობა; - თავაზიანობა; - შრომისმოყვარეობა; - კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები: - კვირაში 5 სამუშაო დღე; (ცვლებში) - მზარდი ანაზღაურების სისტემა; (საპენსიოს იხდის კომპანია) - ჯანმრთელობის დაზღვევა; - საბონუსე სქემა; - თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ulf0ILVb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Miniso
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის