ინვენტარიზაციის სპეციალისტი
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე, საწყისი ანაზღაურება 1500₾
ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად - პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი - პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; - სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი; - სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; - მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად - ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება - აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა - სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.