9277 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

EQRYZ9BJ გამოქვეყნდა 28 ოქტ 6 ნახვა

მაღაზიის მენეჯერი

Trovken გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ნოე

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ მაღაზიის მენეჯერს (აგრო და ფერმერული პროდუქციის მიმართულება), რომელიც იმუშავებს მომხმარებლებთან, მიიღებს შეკვეთებს და დაეხმარება კომპანიას გაყიდვების ზრდაში. ძირითადი მიმართულება არის გაყიდვები და მომხმარებელთან ურთიერთობა, სოციალური მედიის მარტივი აქტივობები და მოკლე ვიდეოების გადაღება ამ სამუშაოს მხარდამჭერი ნაწილია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეველეს ქუჩა (ისანი-სამგორის რაიონი) გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე და Facebook Messenger/WhatsApp შეტყობინებებზე პასუხი;
  • მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და შეკვეთის გაყიდვამდე მიყვანა;
  • შეკვეთების რეგისტრაცია და საწყობისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ მომხმარებლებთან განმეორებითი დაკავშირება (follow-up);
  • Facebook-ისა და TikTok-ისთვის პროდუქციის შესახებ მარტივი, მოკლე ვიდეოების გადაღება და გამოქვეყნება;
  • შესაბამის ფერმერულ/აგრო Facebook ჯგუფებში პოსტების განთავსება, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა და კომპანიის საკუთარი თემატური ჯგუფის ეტაპობრივი განვითარების ხელშეწყობა.

ვის ვეძებთ?

  • კანდიდატს მაღაზიაში მუშაობის და გაყიდვის გამოცდილებით
  • ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან თავისუფალი კომუნიკაცია
  • პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს;

აგრო სფეროს წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის. პროდუქციას და მის გამოყენებას ადგილზე შევასწავლით.

რას გთავაზობთ?

  • კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
  • პროდუქციისა და სამუშაო პროცესის სრულად შესწავლა ადგილზე
  • სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა