პროექტის მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტის მენეჯერს.
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება
- პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
- პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
- ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები;
- ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში;
- ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
- პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
- კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა: სატენდერო წინადადების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტორებთან შეთანხმება;
- კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
- შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება;
- პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის);
- რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- კომპლექსური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
- სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილებას;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.