კონსულტანტი
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;
ჩვენ გთავაზობთ: - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - ანაზღაურებად სტაჟირებას; - კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას; - ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში.
რისი გაკეთება მოგიწევთ: - მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა; - ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება; - პროდუქციის დახლ-მაცივრებში შესაბამისი წესების დაცვით განთავსება; - პროდუქციის ვადების მუდმივი კონტროლი; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა “ხაზის კონსულტანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. „ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.