ბუღალტერი
ავიაკომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება / პროგრამული აღრიცხვა;
- ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის / წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით;
- საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, 2026 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე.
სასურველია წერილში მიუთითოთ, რა მოლოდინი გაქვთ ხელფასთან დაკავშირებით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.