ლაბორატორიული მედიცინის ექიმი/სპეციალისტი
მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის ექიმი/სპეციალისტის პოზიციაზე.
მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული დიაგნოსტიკური ლაბორატორიაა მოლეკულური მიმართულებით, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც ადასტურებს ლაბორატორიის მიერ მიღებული ISO 15189:2022 აკრედიტაცია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.11ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მორიგეობით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში ფუნქციონირებადი ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა (გარდა მიკრობიოლოგიური მიმართულებისა)
** კალიბრაციის და შიდა ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით
** გამოკვლევის შედეგების დამუშავება და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIS)
** ხარისხის მართვის პროცედურების მართვა
** მარაგების ვადების და რაოდენობების მეთვალყურეობა და მონიტორინგი დადგენილი პროცედურის შესაბამისად
** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია)
** სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში
** ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ:, რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
საკონტაქტო ნომერი:
Email:
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.