მძღოლ-ექსპედიტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული გიყვარს ავტომობილის მართვა და დინამიური სამუშაო?
„სუფთა სამყარო“ ეძებს მძღოლ-ექსპედიტორს, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს კომპანიის ობიექტების დროულ მომარაგებას საჭირო მასალებითა და ინვენტარით. თუ პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს და გსიამოვნებს მოძრაობაში ყოფნა, ეს პოზიცია შენთვისაა.
ანაზღაურება: 2000 ლარი სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გააკეთებ ყოველდღიურად? - მიკროავტობუსით მოამარაგებ კომპანიის ობიექტებს საჭირო მასალებითა და ინვენტარით; - საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყობ თანამშრომლებისა და დამატებითი ინვენტარის ტრანსპორტირებას; - გადაამოწმებ და ჩააბარებ/ჩაიბარებ ობიექტებზე მიტანილ ტექნიკასა და ინვენტარს; - აწარმოებ მიწოდებული მასალების მარტივ აღრიცხვას.
ამ პოზიციაზე წარმატებისთვის საჭიროა: - B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და ელ-ფოსტით სარგებლობა.
თუ გსურს სტაბილური სამსახური და კონკურენტული ანაზღაურება, შეავსე სააპლიკაციო ფორმა და ატვირთე რეზიუმე : https://cleanworld.selfrecruit.ge/s/HzIp5