ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი
"IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
კომპანიის შესახებ:
IBL ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერს, რომელიც გაუძღვება სასწავლო პროცესს და სტუდენტებს შეასწავლის ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. სწავლების ძირითადი მიმართულებებია ArchiCAD და 3ds Max.
ძირითადი მოვალეობები
- ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- პროგრამების ფუნქციონალისა და პრაქტიკული გამოყენების სწავლება;
- ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის პრინციპების გაცნობა;
- პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების მომზადება;
- სტუდენტების პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სასწავლო პროცესის ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამებში პრაქტიკული პროექტების შექმნისა და ვიზუალიზაციის უნარი;
- ცოდნის ეფექტურად გადაცემისა და პრაქტიკული სწავლების უნარი;
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს თუ გაქვთ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარგად ფლობთ ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამებს და გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების განვითარებასა და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი"
მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026