8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EVTYGANN გამოქვეყნდა 29 სექ 11 ნახვა

აითი თექ

აითი თექ

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აითი თექ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾5000 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

"IT Tech" - არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.

კომპანია გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • ანაზღაურება - 5000 ლარი (+ ბონუსი 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • გაყიდვების მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრა;
  • გუნდის მოტივირება, განვითარება და შედეგების მართვა;
  • ახალი კლიენტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება;
  • სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება;
  • გაყიდვების შედეგების, მიმდინარე შესაძლებლობებისა და პროგნოზების ანალიზი;
  • პროცესების განვითარებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • CRM სისტემებისა და MS Office ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ტექნიკური განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები;
  • მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - შესაბამისი დასახელებით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აითი თექ
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა