საოპერაციო მენეჯერი
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა
- დარეზერვებული/გაყიდული/გაუქმებული ბინების სწორი წარმოება ბაზაში
- კლიენტების ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება
- კლიენტებთან ურთიერთობა და მათი პრობლემური საკითხების მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- კლიენტების დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება
- შიდა დოკუმენტაციისა და ბაზების მართვა
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
- მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული
- ოპერატიული
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.