8667 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EW2J23PS გამოქვეყნდა 10 სექ 8 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾3750 / თვეში ბოლო ვადა:

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads); - ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი; - გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა); - კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა; - კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი; - აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება; - ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება; - კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულების ცოდნა; - მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება; - ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი; - ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა; - ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია; - რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა. ანაზღაურება: 3750 ლარდან კვალიფიკაციისა და გამოცდლების შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ ტრენინგებს; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენსმიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი https://bermeli.selfrecruit.ge/s/e1MQ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა