9080 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EXJT9CPH გამოქვეყნდა 30 სექ 6 ნახვა

სონნივა ჯორჯია

სონნივა ჯორჯია

გაყიდული საქონლის კონტროლიორი

სონნივა ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდული საქონლის კონტროლიორის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის სამი გასასვლელის კონტროლი და საქონლის გატანის პროცესის მონიტორინგი.
  • გატანილი საქონლის ჩეკთან შედარება — დასახელებისა და რაოდენობის გადამოწმება.
  • პროგრამაში საქონლის გაყიდვისა და გატარების ფაქტის შემოწმება.
  • გადაუხდელი ან ჩეკთან შეუსაბამო საქონლის გატანის დაუშვებლობა.
  • შეუსაბამობის ან საეჭვო შემთხვევის აღმოჩენისას მენეჯერის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
  • საქონლის გატანასთან დაკავშირებული დარღვევების დაფიქსირება.
  • მაღაზიის შიდა წესებისა და საქონლის გატანის პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1800 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი. დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა. ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სონნივა ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა