უფროსი მცხობელი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- მცხობელების ხელმძღვანელობა და მუშაობის კოორდინაცია;
- მენიუს დაგეგმვა, განახლება და რეცეპტურების შედგენა;
- მაღალი ხარისხის საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობა;
- ნედლეულის ხარჯვის კონტროლი და მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინ. 1400 ლ+ ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, საბურთალო;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/bClv18Td გისურვებთ წარმატებას!