დისპეტჩერი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ დისპეტჩერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ავტომანქანების მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი;
- მძღოლების სამუშაო პროცესისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
- მძღოლებთან ოპერატიული კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და კონტროლი;
- მოძრაობის პროცესში შეფერხებებისა და პრობლემების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელობისთვის სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
- მძღოლებსა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შორის ოპერატიული კოორდინაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- დისპეტჩერი, ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- მძღოლებთან ყოველდღიური კოორდინაციის გამოცდილება;
- სატრანსპორტო პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის ცოდნა;
- რამდენიმე ავტომანქანისა და პროცესის პარალელურად კონტროლის უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.