9,121 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F0JTDPGK გამოქვეყნდა 25 სექ 7 ნახვა

საერთაშორისო სასტუმროების ქსელი

საერთაშორისო სასტუმროების ქსელი

გენერალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾6000 / თვეში ბოლო ვადა: 26 ოქტ

საქართველოში ოპერირებას იწყებს საერთაშორისო სასტუმროების ქსელი და 200+ ნომრიანი სასტუმროსთვის ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს.

მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 6, 000 ლარიდან (NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის სრული მართვა და დეპარტამენტების ეფექტური კოორდინაცია;
  • მომსახურების მაღალი ხარისხისა და ბრენდის სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური შედეგების, ბიუჯეტის, შემოსავლების, ხარჯებისა და ძირითადი KPI-ების მართვა და მონიტორინგი;
  • შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ADR-ის, RevPAR-ის, დატვირთულობისა და ბაზრის წილის ზრდაზე მუშაობა;
  • გაყიდვების, მარკეტინგისა და განთავსების არხების მართვა შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
  • დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და გუნდის მართვა, საქმიანობის შეფასება, განვითარება და მოტივაცია;
  • სტუმრების კმაყოფილების, უკუკავშირისა და საჩივრების მართვა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • საოპერაციო და ფინანსური რისკების კონტროლი, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • მფლობელებთან, პარტნიორებთან და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის მართვა;
  • საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
  • ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება და სიახლეების მიმართ ღიაობა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საერთაშორისო სასტუმროების ქსელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა