ბარისტა/ბარისტას დამხმარე
VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29 ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00 ანაზღაურება ბარისტა საათობრივი: საშუალოდ 1000–1200 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით) ანაზღაურება ბარისტას დამმხმარე საათობრივი: საშუალოდ 700–900 ₾
მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის.
ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო)
VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება.
ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული.
ვეძებთ - ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს. - ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება.
რას ისწავლი ჩვენთან - პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებას - ესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი) - გემოს ყოველდღიურ სტაბილურობას - უკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას
ბარისტას მოვალეობები - ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვით - მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაცია - შეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა - სალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლი - სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა - მარაგების კონტროლი და დროული შევსება - აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა - მენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
ბარისტას დამხმარის მოვალეობები - ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში - სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა - მარაგების შევსება და პროდუქციის მომზადება - მომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერა - ეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა
რას ველოდებით - სწავლის რეალურ სურვილს - დისციპლინასა და სიზუსტეს - დეტალებზე ყურადღებას - პიკის საათებში სტაბილურ მუშაობას - პასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე
თუ ეს შენთვის არ არის თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო. თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში.
CV/რეზიუმე: Viber / WhatsApp: /
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.